თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. გლობალურ ეკონომიკაში ძალთა ბალანსი G7-დან BRICS-ის ქვეყნებზე გადადის, იუწყება Bloomberg საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ანგარიშზე დაყრდნობით.
„ამ კვირაში გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით, რომელიც მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტს ეფუძნება, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ელის, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ზრდის უფრო დიდი წილი მოვა BRICS-ის ისეთ მძლავრ ეკონომიკებზე, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და ბრაზილია“, ნათქვამია მასალაში.
Bloomberg-ის თანახმად, G7-ის წევრების — აშშ-ის, გერმანიისა და იაპონიის წვლილი გლობალურ ეკონომიკაში, ბოლო პროგნოზებით, შემცირებულია. ექსპერტები წერენ, რომ ჩინეთის წვლილი გლობალურ ზრდაში 22%-ით მეტი იქნება, ვიდრე G7-ის ყველა ქვეყნისა ერთად, ხოლო ინდოეთი 2029 წლისთვის საერთო მოცულობას თითქმის 15%-ს დაამატებს.
BRICS – სახელმწიფოთაშორისი ასოციაცია, რომელიც 2006 წელს შეიქმნა რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მიერ. 2011 წელს გაერთიანებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეუერთდა, 2024 წლის დასაწყისიდან კი – ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.