დღეს 2024 წლის 24 ოქტომბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ემოციური თვალსაზრისით არასტაბილური დღეა. მოსალოდნელია არაერთი სიურპრიზი. დღის განმავლობაში სიმშვიდის პერიოდები მოულოდნელად შეიძლება ჩაანაცვლოს მღელვარების პერიოდებმა, შესაძლებელია განწყობის მკვეთრი ცვლა. სამაგიეროდ შესანიშნავი დღეა სიყვარულისა და რომანტიკისთვის. წინა პლანზე გამოვა არა ლოგიკა, არამედ ინტუიცია, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ.
ვერძი: შესანიშნავი შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ ვინმეზე გაიმარჯვოთ, თუნდაც არ გქონდეთ გეგმაში, რომ საკუთარი უპირატესობა აჩვენოთ, გარემოებები არაერთხელ გიბიძგებენ იმისკენ, რომ თავი თქვენთვის ყველაზე მომგებიანი სახით წარმოადგინოთ. ეს შეიძლება შეეხოს ყველა სფეროს – მუშაობას, სწავლას, მეგობრობას, რომანტიკულ ურთიერთობებს. თქვენი მრავალფეროვანი ნიჭის გახსნა ყველაგნ შეგიძლიათ, თუნდაც ამას მხოლოდ ერთი მაყურებელი ჰყავდეს.
კურო: თქვენი საქმიანი აქტიურობა დღეს ნულის ტოლი იქნება, სამაგიეროდ სიამოვნებით გაატარებთ დროს ახლობლებთან და მეგობრებთან. შესაძლოა, მეგობრული საღამოს გამართვის ინიციატორიც გახდეთ. აქტიური დასვენების პერსპექტივა არანაირად არ მოგხიბლავთ, პირიქით, შეიძლება საშინელი დისკომფორტი შეგექმნათ, დღეს ყველაზე მეტად აფასებთ სიმყუდროვეს, დასვენებასა და კომფორტს.
ტყუპი: როგორც არ უნდა გინდოდეთ მოდუნება და დასვენება, ვითარება ამის საშუალებას არ მოგცემთ. მოვლენები თქვენს აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს და ყოველ ჯერზე გამოჰყავხართ უსაქმურობის ნეტარი მდგომარეობიდან. ბოლოს და ბოლოს, მოგიწევთ თავს მოხეულ რიტმზე აყოლა. მაგრამ ეს მხოლოდ წაგადგებათ – დღეს საინტერესო შესაძლებლობები გადაიშლება თქვენ თვალწინ და ისინი უნდა გამოიყენოთ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვლენებში აქტიურად ჩაერთვებით.
კირჩხიბი: დღეს შეიძლება მოულოდნელად მიიღოთ თანხა, ან მიაგნოთ ფულის გამომუშავების უჩვეულო ხერხს. არც ისაა გამორიცხული, რომ ფულის დახარჯვის სურვილს აჰყვეთ. ანუ დღეს თქვენს ფინანსურ სფეროს ბედის სიურპრიზები ელოდება, ასევე გელოდებათ განწყობის ხშირი ცვლა და ეს სხვა სფეროებსაც შეეხება, მათ შორის სიყვარულს. ასე რომ, დღეს სერიოზულად უნდა მოემზადოთ მოულოდნელობებისთვის.
ლომი: თქვენი განწყობის გამო ბევრი შეიძლება დაიბნეს, მაგრამ თავად თქვენ – არავითარ შემთხვევაში. მთელი დღის განმავლობაში შეიძლება გაუგებარი შფოთვა იგრძნოთ, რომელიც ირგვლივ მყოფებზე გაღიზიანების „გადმოფრქვევით“ აისახება. გაღიზიანება გიბიძგებთ სხვა მოულოდნელი ქცევებისკენ, მათ შორის, რომანტიკულ სფეროშიც. დღეს მოუსვენრობა შეგიპყრობთ და ეს თვალსაჩინო იქნება, რაც არ უნდა უმტკიცოთ საპირისპირო საკუთარ თავსა თუ გარშემომყოფებს.
ქალწული: მიჰყევით დინებას, მიეცით ცხოვრებასა და გარშემომყოფებს საშუალება, რომ არჩევანი თქვენ მაგივრად გააკეთონ. ზოგიერთმა მოვლენამ შეიძლება გაგაოცოთ, რადგან ისინი თქვენი ყოველდღიურ ცხოვრების ჩარჩოებს გასცდება. გარდა ამისა, დამკვირევბლის როლში ბევრ რამეს სხვა კუთხით შეხედავთ და ბედის ბრძნულ მინიშნებებს დაინახავთ იქ, სადაც ადრე ამას მხოლოდ მშვიდად აუვლიდით გვერდს.
სასწორი: ბედმა დღეს თქვენი ცხოვრება შეიძლება მკვეთრად შეცვალოს და თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები გაშალოს. იმისთვის, რომ ამ ცვლილებების შანსი გამოიყენოთ, შეიძლება სულ მცირე დრო გქონდეთ გადაწყვეტილების მისაღებად. ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოწყდეთ რეალობას და მოვლენების განვითარების პულსს ადევნოთ თვალი. თქვენი გადასაწყვეტია, გამოიყენებთ ამ შანსს თუ არა.
მორიელი: თვითორგანიზაციისა და დისციპლინის საოცარ უნარს ავლენთ და თან იმის გათვალისწინებით, რომ ირგვლივ ყველა ცდილობს თქვენი ყურადღების გაფანტვას. ხართ ძალიან მიზანსწრაფული და შეგიძლიათ ნებისმიერი საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. რაც შეეხება გარშემომყოფებს, მათი მცდელობა, რომ მოგაცდინონ და ყურადღება სხვა რამეზე გადაგატანინო, შედეგს არ გამოიღებს. და თუ მაინც მოხდა ეს, სჯობს, მათ თქვენი მრისხანება არ ნახონ.
მშვილდოსანი: დღეს გექნებათ შანსი, რომ ვინმეზე თქვენი წარმოდგენა შეიცვალოთ და არაა გამორიცხული, რომ ეს ადამიანი თავად თქვენ იყოთ. დღის განმავლობაში ირგვლივ მყოფთაგან რომელიმემ თავი შეიძლება სრულიად უჩვეულოდ წარმოადგინოს, მაგალითად, ძუნწი მოულოდნელად ხელგაშლილი გახდეს, ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდებით, ჭკვიანური აზრი თქვას... და გამონაკლისი არც თქვენ იქნებით – გარშემომყოფებს არაერთხელ გააოცებთ თქვენთვის უჩვეულო მოქმედებებით.
თხის რქა: დილით, როდესაც საწოლიდან ადგებით, ვერც კი წარმოიდგენთ, რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ეს დღე საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს. მოვლენები, სავარაუდოდ, არ განვითარდება ისე, როგორც ელოდებით, მოგიწევთ გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღება. ნებისმიერ მოვლენას აქვს დიდი შანსი, რომ თქვენს ბედზე აისახოს და ცხოვრებაზე დიდი კვალი დატოვოს. გახსოვდეთ ეს, როდესაც რამე საქმეს შეეჭიდებით და გადაწყვეტილებას მიიღებთ.
მერწყული: დღეს საკუთარ ინტუიციას უნდა მოუსმინოთ. ის დაგეხმარებათ სწრაფად განვითარებული მოვლენების მორევში ორიენტაციაში. დღე მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება, მოულოდნელობებით სავსე. დღევანდელი დღის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში პოზიტიური განწყობა, ცნობისმოყვარეობა და ავანტიურიზმის მცირე ნაპერწკალი დაგეხმარებათ. ეს რომანტიკულ სფეროსაც ეხება.
თევზები: დღეს იუმორთან მწყრალად ხართ, განსაკუთრებით, თუ ხუმრობა თქვენი მისამართითაა. დღის განმავლობაში შეიძლება გაღიზიანება დაგიგროვდეთ, რომელსაც ნებისმიერის თავზე გადმოანთხევთ, ვინც გაგეხუმრებათ ან რამეში შეგეწინააღმდეგებათ. გარშემომყოფების და ასევე საკუთარი თავის პროვოცირება რომ არ მოახდინოთ, აჯობებს, თუ მთელი თავით სამუშაოში გადაეშვებით – აქ თქვენი სერიოზულობა მხოლოდ წაგადგებათ.