თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ყაზანში, სადაც BRICS-ის სამიტი მიმდინარეობს, პლენარული სხდომა გაიხსნა BRICS-პლუს/აუტრიჩის ფორმატში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უძღვება.
მისი თქმით, ფორმატმა აუტრიჩი/BRICS-პლუსი გაამართლა, ვინაიდან ეს „პირდაპირი და ღია დიალოგის შესაძლებლობას იძლევა.
„ასეთმა გაფართოებულმა ფორმატმა კარგად წარმოაჩინა თავი, რაც იძლევა პირდაპირი და ღია დიალოგის შესაძლებლობას გაერთიანების წევრებს შორის ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან... ამჯერად თავმჯდომარე რუსეთმა რუსეთის უახლოესი მეზობლები, ჩვენთვის მეგობრული ქვეყნები მოიწვია, რომლებთანაც ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების საერთო ისტორია გვაერთიანებს“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
შეხვედრას 36 სახელმწიფოს წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის დსთ-ის, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. შეხვედრაზე დაგეგმილია ყველა მონაწილის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც შესაძლოა დისკუსიაც გაიმართოს.
BRICS – სახელმწიფოთაშორისი ასოციაცია, რომელიც 2006 წელს შეიქმნა რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მიერ. 2011 წელს გაერთიანებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შეუერთდა, 2024 წლის დასაწყისიდან კი – ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.