თბილისის ცენტრში წინასაარჩევნო აქციაზე „ქართული ოცნების“ ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა

Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე თავის ათასობით მხარდამჭერთან ფინალურ წინასაარჩევნო შეხვედრას თბილისში მართავს - დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები ტრანსპორტისთვის გადაკეტილია.
„ქართული ოცნების“ ლიდერები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანსა და ბარათაშვილის ხიდზე შეიკრიბნენ და იქიდან მსვლელობით ქვეყნის მთავარი მოედნისკენ - თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ, სადაც სცენაა დამონტაჟებული.
მმართველი პარტიის ლიდერები დამსწრე საზოგადოებას სცენიდან მიმართავენ. მათგან პირველი თბილისის მერი კახა კალაძე იყო, რომელმაც მთელი თავისი გამოსვლა მიუძღვნა იმას, რომ გარე ძალები ერევიან არჩევნებში და ცდილობენ ყოფილი მმართველი პარტიისა და მისი თანამოაზრეების ხელისუფლებაში დაბრუნებას.
„საქართველოს ე.წ. მეგობრები“ ცდილობენ დააბრუნონ ქვეყნის ხელისუფლებაში ისინი, ვისი მმართველობის მეთოდებიც სისასტიკით, ძალადობით, ტყუილითა და სიცრუით გამოირჩეოდა. და ამას აკეთებენ შანტაჟით და ზეწოლით, - განაცხადა კალაძემ.
„გარე ძალები ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ საქართველომ არ გაიზიარა უკრაინის ბედი და არ შეუერთდა სანქციებს. ისინი პირდაპირ ამტკიცებენ, რომ თეთრი შავია, რომ გამჭვირვალობა არის ანტიდემოკრატიული, ხოლო ლგბტ-პროპაგანდა ჰუმანიზმისა და ლიბერალიზმის გამოვლინებაა", - განაცხადა კალაძემ.