თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია უცხოეთიდან ჩარევის ფონზე მიმდინარეობს, რაც არის ანომალია და ქვეყანაში არჩევნების შემდეგ ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლილებისთვის მზადების ერთ-ერთი ნიშანი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
„ბევრი რამე მიანიშნებს, რომ მიმდინარეობს მზადება 27 ოქტომბრისთვის და არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლისთვის. ამას გინდა გადატრიალება დავარქვათ, ან რაც გინდათ ის. ეს არის 2020 წლის განმეორების მცდელობა", - განაცხადა სპიკერმა.
მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) 2020 წელს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ გააყალბა საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რაც მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა, რითაც „რადიკალურმა ოპოზიციამ“ ისარგებლა, საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა და საპროტესტო აქციები დაიწყო.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
პაპუაშვილის თქმით, 2020 წლის სცენარის გამეორების მცდელობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ კოორდინირებული უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს არც ოპოზიციის და არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ ესწრებიან.
„თუ რაიმე პრეტენზია აქვთ, მოვიდნენ და წარმოადგინონ. კომისიებს ესწრებიან საერთაშორისო დამკვირვებლები, OSCE/ODIHR და ყველამ ჩდააფიქსირა, რომ ისინი არ ესწრებიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მათ რაიმე რეალური პრეტენზია რომ ჰქონოდათ, წარმოადგენდნენ და ამას საზოგადოება ნახავდა, დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„რას აკეთებენ ახლა? აწყობენ ბრიფინგს, ისვრიან ბრალდებებს მარცხნივ და მარჯვნივ. მათ დაბალ დონეზე მეტყველებს ისიც, რომ მათი ბრალდებები ჭორაობაზეა დაფუძნებული და მათი რაოდენობა ბევრი არაა,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია საერთოდ არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას და არ ჩნდება რეგიონებში.
„ქართული ოცნება" არის ერთადერთი პარტია, რომელმაც დაასახელა თავისი დელეგატები, არც ერთ პარტიას არ დაუსახელებია ისინი, რადგანაც მათ რეგიონებში არ ჰყავთ ხალხი, ავტორიტეტებიი, რომლებიც მოქალაქეებს მიმართავენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მათი მთელი კამპანია, საუკეთესო შემთხვევაში, არის ხალხთან ტელევიზიით საუბარი და ყველაზე ცუდი, რაც რეალურად ხდება, არის ის, რომ ისინი კამპანიას აწარმოებენ საზღვარგარეთიდან, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ დღე არ გადის, საზღვარგარეთიდან ორი-სამი განცხადება არ გაკეთდეს, რაც არის პირდაპირი ჩარევა საარჩევნო საკითხებში. ასეთი ანომალია საქართველოში არასდროს ყოფილა. საერთო ჯამში, ეს სამწუხარო მდგომარეობაა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სწორედ ამიტომ, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია 26 ოქტომბერს მოქალაქეთა მობილიზება.
„მათი მრავალრიცხოვნობა არის ყველაზე ძლიერი იარაღი ნებისმიერი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის პირველი დიპლომატები, ევროპელი დეპუტატები და ევროკავშირის ხელმძღვანელობა სულ უფრო მეტად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში. ზოგი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ პრორუსულს უწოდებს.
ძირითადი ბრალდებებია - არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროება, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმა და შეთქმულების თეორიების გავრცელებას.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტო საგარეო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.