დღეს 2024 წლის 23 ოქტომბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
აქტიური საქმიანობის, ჩანაფიქრების რეალიზაციის დღეა. მნიშვნელოვანია, რომ ენერგია სასარგებლო საქმეებზე მიმართოთ და არა ათას უაზრო წვრილმანზე. იღბლიანი დღეა ფულთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად, მაგრამ უკიდურესობებს მოერიდეთ. ზოგადად, დღევანდელ დღეს რეკომენდებულია ზომიერების დაცვა ნებისმიერ სფეროში, მათ შორის საკვებისა და სპირტიანი სასმელების მიღების დროს.
ვერძი: დღეს თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა ოჯახი იქნება. მოქმედებებს მიმართავთ იმისკენ, რომ ოჯახს, ახლობელ ადამიანებს რამე სარგებელი მოუტანოთ, ან საცხოვრებელ სახლს მიხედოთ, მაგალითად მოაწყოთ ის. ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი იღბლიანი აღმოჩნდება და გაგახარებთ როგორც თქვენ, ისე თქვენს ახლობლებს. მთავარია, თქვენი ყოფა სხვისას არ შეადაროთ, რათა ამით განწყობა არ გაიფუჭოთ.
კურო: დღეს მოვლენების მორევში აღმოჩნდებით. ხართ ენერგიული, გონებამახვილი, შეგიძლიათ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. მზად ხართ, იმოქმედოთ, მით უმეტეს, რომ ხედავთ, ამ მოქმედებას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. არ არის გამორიცხული, რომ რამე მოვლენამ ან ახალმა ნაცნობობამ სასიამოვნოდ გაგაკვირვოთ.
ტყუპი: დღეს ვარსკვლავები მხარს ფულთან დაკავშირებულ საკითხებში დაგიჭერენ. შესანიშნავი დღეა, რომ ფინანსებს მიხედოთ. თუ გაქვთ გეგმა, როგორც გაზარდოთ შემოსავალი, ახლა სწორედ ამის დროა. ხელმძღვანელობასთან დალაპარაკება ხელფასის მომატების თაობაზე, ახალი პროექტის დაწყება, ფულის ჩადება და ა.შ. – ამ ნებისმიერ ნაბიჯს სასიამოვნო შედეგი იქნება.
კირჩხიბი: ვარსკვლავები ჯანსაღი ამბიციებით, ინიციატივითა და ენერგიით დაგაჯილდოებენ. ბედმა დღეს წინამძღოლობა გარგუნათ და გარშემომყოფებს ამასთან შეგუება მოუწევთ. ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ მხარს დაუჭერენ თქვენს წამოწყებებს. წარმატების შანსი გაქვთ იმ შემთხვევაშიც, თუ მარტო მოქმედებას გადაწყვეტთ. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდეთ, მათ შორის ახალსაც.
ლომი: ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო სიურპრიზი გელოდებათ, თან ეს შეიძლება მოხდეს იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენდით. არაა გამორიცხული, რომ, მაგალითად, დიდი თანხა იპოვოთ, ან ლატარიაში მოიგოთ, დაიბრუნოთ უკვე დავიწყებული ვალი, საჩუქარი მიიღოთ თაყვანისმცემლისგან... ვარიანტი მრავალი შეიძლება იყოს. ყურადღებით უნდა იყოთ, რომ ბედის საჩუქრი არ გამოგეპაროთ.
ქალწული: გიჭირთ თავის შეკავება, რომ ფული არ გაფლანგოთ. სიტუაცია არაერთხელ გიბიძგებთ, რომ რამე უაზრო ძვირადღირებული ნივთი იყიდოთ ან რამე „საიმედო“ საქმეში ჩადოთ. არ აჰყვეთ ამ იმპულსს, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ საოცარ შანსს უშვებთ ხელიდან. ვარსკვლავები გირჩევენ, არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეთ ემოციებს, მოერიდეთ სავაჭრო ცენტრებში გასვლას, მაცდური რეკლამების ყურებას.
სასწორი: საქმე, რომელსაც ბევრი დრო და ძალა მოანდომეთ, როგორც იქნა, ნაყოფს გამოიღებს. ეს შეიძლება იყოს ფინანსური სარგებელი, პრემია, მორალური კმაყოფილება, თქვენი დამსახურების აღიარება ან უბრალოდ სასიამოვნო სიურპრიზი. წარმატების შედეგად უფრო მობილიზებული გახდებით და აქტიურად იმოქმედებთ, იგრძნობთ, რომ თქვენი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის და გამარჯვება ახლოსაა.
მორიელი: დღეს საოცარ უნარს გამოამჟღავნებთ – შეგიძლიათ როგორც გააბათ ახალი ნაცნობობა, ისე გააფუჭოთ ძველ ნაცნობებთან ურთიერთობები. დღეს გაქვთ ენერგია, რომ გაიცნოთ ადამიანები და მათთან როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი კავშირები დაამყაროთ. რაც შეეხება ძველ ნაცნობებს, აქ საქმე პირიქითაა. იქნებით თავშეუკავებელი, ურთიერთობები შეიძლება საუკეთესო მეგობართანაც კი გაიფუჭოთ. ეს რომ არ მოხდეს, თავი უნდა გააკონტროლოთ.
მშვილდოსანი: დღეს თქვენში ეჭვიანობის გრძნობა გაიღვიძებს. არაა აუცილებელი, რომ ეს გრძნობა მიმართული იყოს საყვარელი ადამიანის მიმართ, ან ამის საფუძველი გქონდეთ. მეგობრები, ნათესავები, კოლეგები – ნებისმიერი რისკავს, რომ თქვენი აუხსნელი ეჭვიანობის ან ეგოისტური განწყობის ობიექტი გახდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჰყვეთ ურთიერთობების გამორკვევის სურვილს – ეს კარგ არაფერს მოიტანს. გააკონტროლეთ საკუთარი თავი.
თხის რქა: არ არის გამორიცხული, რომ დღეს ვინმესთან შეჯიბრების სურვილი გაგიჩნდეთ. ჯანსაღმა აზარტმა შეიძლება ყველაფერს მგზნებარება მისცეს, მთავარია, გარშემომყოფებმა გაიგონ, რომ სხვებს არაფრით ჩამოუვარდებით. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ იმპულსს. ამას თქვენს ცხოვრებაში თამაშის ელემენტის შემოტანა და მისი გამრავალფეროვნება შეუძლია. მთავარია, რომ ზომიერება დაიცვათ და ეს შეჯიბრება თქვენი უპირატესობის დამტკიცების აკვიატებად არ იქცეს.
მერწყული: დღეს ბევრი რამ შეგიძლიათ, იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე თუნდაც ერთი დღის, კვირის ან თვის წინ. ვარსკვლავები საოცარი აქტიურობითა და სიმტკიცით დაგაჯილდოებენ და ასევე იღბლიანობით საქმეებში. ამის წყალობით, ზუსტად გეცოდინებათ რა გააკეთოთ და როგორ. მაგრამ ასევე გეცოდინებათ, რას მოიმოქმედებენ სხვები. გარშემომყოფებს არ მოეწონებათ თქვენი განცალკევების, ცალკე მოქმედების იდეა, ამიტომ მოემზადეთ იმისთვის, რომ ისინი ამას შეეწინააღმდეგებიან.
თევზები: ენერგიითა ხართ სავსე, თავდაჯერებულობა არ გაკლიათ. ვითარება გაიძულებთ, რომ ყურადღების ცენტრში მოექცეთ. შეძლებთ არა მარტო საკუთარ მოვალეობებთან შესანიშნავად გამკლავებას, არამედ ასევე საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენას. მზად იყავით იმისთვის, რომ ასეთმა არცთუ მოკრძალებულმა მოქმედებამ ირგვლივ მყოფების შური შეიძლება გამოიწვიოს.