მსოფლიო დღეს

პეზეშკიანი: დედოლარიზაცია უნდა გაძლიერდეს

Sputnik
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. მსოფლიო ეკონომიკის დედოლარიზაცია უნდა გააქტიურდეს, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
„ძალისხმევები, რომლებიც აქამდე გაკეთდა გლობალურ ეკონომიკაში დოლარის დომინირების შესამცირებლად, უნდა გაძლიერდეს და განხორციელდეს ოპერატიული გადაწყვეტილებების საშუალებით– როგორიცაა BRICS-ის სავალუტო კალათისა დოლარისგან დამოუკიდებელი ანგარიშსწორების ახალი მექანიზმის შექმნა”, - თქვა მან.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს ტარდება. წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე რუსეთია.