თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შვეიცარიის მიერ ორგანიზებულ „უკრაინის სამშვიდობო სამიტს“ არ ესწრებოდა, პუტინის მიერ ყაზანში ორგანიზებულ BRICS-ის სამიტზე დასწრება გადაწყვიტა, წერს „ამერიკის ხმა“.
გამოცემის ცნობით, ამ ფაქტს ამერიკელ პოლიტიკოსებში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვედანტ პატელი იძულებული გახდა, გაეროს გენერალური მდივნის ამ ნაბიჯზე კომენტარი გაეკეთებინა.
მისი თქმით, „გაეროს სისტემა თავისთავად წარმოუდგენელი პარტნიორი აღმოჩნდა, როდესაც საქმე რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ეხებოდა უკრაინაში შეჭრისთვის“, ვინაიდან გაეროს სისტემამ ცხადყო, რომ „არსებობს ძლიერი ქვეყნების ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიასა და მის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას“.
ამასთან პატელმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები საგარეო პოლიტიკაში იყენებს იმგვარ მიდგომას, „რომელიც მოიცავს ყველაზე ფართო და ღრმა კოალიციების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს საერთო მიზნების მიღწევას“.

„ამიტომაც მრავალმხრივი ინსტიტუტები, იქნება ეს გაერო, G20, თუ ისეთი ჯგუფები, როგორებიცაა APEC და ASEAN, ჩვენი პოლიტიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გზებია. ხოლო გაეროს გენერალური მდივანი აქცენტს ამ ქვეყნებთან ურთიერთობის გაგრძელებაზე აკეთებს“, - განმარტა პატელმა.
BRICS-ის ქვეყნებთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „აშშ განაგრძობს მუშაობას და ექნება ძლიერი, პოზიტიური ურთიერთობები ბრაზილიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და ინდოეთთან — ორმხრივად, უამრავ ძირითად საკითხზე, რომელიც განსაზღვრავს 21-ე საუკუნეს“.
რაც შეეხება რუსეთს, პატელის თქმით, აშშ „განაგრძობს რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას და გააგებინებს პლანეტის ნებისმიერ ქვეყანას, რომ ის ვეღარ შეძლებს რუსეთთან საქმის ძველებურად წარმოებას“.
თუმცა იქვე დასძინა, რომ „ქვეყნებს შეუძლიათ თავად, დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი საგარეო პოლიტიკა და აირჩიონ ის ქვეყნები და ჯგუფები, რომლებთანაც იქნებიან ასოცირებული“.