თბილისში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა ისანში, გუშინ ღამით მოხდა.
სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.