რამდენით გაიზარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა? მონაცემები განახლდა

ექსპორტმა 4,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,1%-ით მეტია.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,7%-ით გაიზარდა და 16,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 12 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წლის ცხრა თვესთან შედარებით 3,6%-ით მეტი.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარი-სექტემბერი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

4 786,7

4,1

იმპორტი

11 991,0

3,6

სულ

16 777,7

3,7

ექსპორტმა 4,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,1%-ით მეტია.
2024 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 3,3%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-ხუთი 2024 წლის იანვარ-სექტემბერში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

მსუბუქი ავტომობილები

1 762,6

12,5

ფეროშენადნობები

227,1

62,1

ღვინო

214,5

10,9

სპირტიანი სასმელები

210,6

60,5

მადნები და ძვირფასი ლითონების კონცენტრატები

169,8

237,0

2024 წლის ცხრა თვეში ყველაზე მეტად გაიზარდა ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (თითქმის 237%-ით), ფეროშენადნობების (62,1%-ით) და სპირტიანი სასმელების (60,5%-ით) ექსპორტი.
ამავე დროს, წლის დასაწყისიდან დავარდა აზოტოვანი სასუქების (33,2%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა.
საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული 2024 წლის იანვარ-სექტემბერში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

მსუბუქი ავტომობილები

2 340,9

-8,3

ნავთობპროდუქტები

982,4

20,3

მედიკამენტები

462,8

17,8

გაზი

275,2

-14,1

სატელეფონო აპარატები

229,7

-14,6

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (თითქმის 85,8%), წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე (58,3%) და სატვირთო ავტომობილების (33,3%) იმპორტი.
წლის დასაწყისიდან შემცირდა მსუბუქი ავტომობილების (8,3%), ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების (14,1%), სატელეფონო აპარატების (14,6%) იმპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 2,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,9%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-ხუთეული 2024 წლის იანვარ-სექტემბერშ

ქვეყანა

მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა

%

თურქეთი

2 333,8

6,5

რუსეთი

1 835,8

-2,1

აშშ

1 472,6

-10,5

ჩინეთი

1 427,7

13,4

აზერბაიჯანი

956,9

-11,7

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედის გერმანია, ყირგიზეთი, სომხეთი, ყაზახეთი და იაპონია.