სტიქია ფოთში: სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა

ფოთის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დატბორილია გზები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ფოთში უამინდობის გამო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, იუწყება „პირველი არხი“.
ძლიერი წვიმის შედეგად ფოთში რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. უხვი ნალექის გამო დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურის ნაწილიც.
„სტიქიის შედეგად დატბორილია გზები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 2024 წლის 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე“, – ნათქვამია ფოთის მერიის განცხადებაში.
მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ეცნობიან ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას და აქტიურად მუშაობენ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრაზე.