პესკოვმა ჩრდილოკორეელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნაზე კომენტარი გააკეთა

Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ჯარების უკრაინასთან ომში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ჩვენ ვხედავთ ბევრ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. სამხრეთ კორეა ამბობს ერთს, შემდეგ პენტაგონი ამბობს, რომ მათ არ აქვთ ასეთი განცხადებების მტკიცებულება. ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაა და მათ მიმართ შესაბამისი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს“, – თქვა მან.
როგორც სააგენტო „რიონჰაპი“ წერს, მანამდე სამხრეთ კორეაში რუსეთის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რათა მწუხარება გამოეხატათ გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობების გამო, რომ თითქოს ჩრდილოეთ კორეა თავის სამხედროებს გზავნის უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობის მისაღებად.
თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ გააჩნია მონაცემები უკრაინის კონფლიქტში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობის შესახებ ბრალდებების დასადასტურებლად. ნატოს გენერალურმა მდივანმა რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი ვერ ადასტურებს ჩრდილოეთ კორეის მიერ თავისი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნის ფაქტს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი კითხვაზე, უშვებს თუ არა უკრაინასთან კონფლიქტში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ჩართვას, უპასუხა, რომ რუსეთს „ეს არავისთვის უთხოვია" და ამის „საჭიროება არ არსებობს".