თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს თითქმის ყველა ლიდერთან, რომლებიც ყაზანში BRICS-ის სამიტს დაესწრებიან, იუწყებაკრემლის პრესსამსახური.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სამიტში მონაწილე თითქმის ყველა ლიდერთან“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, 22-24 ოქტომბერს ყაზანში BRICS-ის XVI სამიტი იმართება რუსეთის თავმჯდომარეობით. მისი დევიზია „მულტილატერალიზმის გაძლიერება სამართლიანი გლობალური განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის“.
მანამდე სამიტში მონაწილეობა 30-მა ქვეყანამ დაადასტურა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც კრემლში აცხადებენ, მათ ნაწილზე დასავლეთი სერიოზულ ზეწოლას ახდენდა.
რუსეთში იმედოვნებენ, რომ ეს იქნება ყველაზე მასშტაბური საგარეო პოლიტიკური ღონისძიება, რომელიც ოდესმე გამართულა ქვეყანაში.