ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ქალაქის ხელისუფლებამ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ძლიერი წვიმის შედეგად ფოთში რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უხვი ნალექის გამო დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურის ნაწილიც. შესაბამისი სამსახურები ეცნობიან ქალაქის სხვადასხვა უბანში არსებულ ვითარებას და აქტიურად მუშაობენ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრაზე.
„პარალელურად, შექმნილია ჯგუფი, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის და უმოკლეს პერიოდში გაიცემა კომპენსაციები", - აცხადებენ მერიაში.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.