ბათუმი-ახალციხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მიწის მასის ჩამოშლის გამო, რაც უამინდობამ გამოიწვია, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გუშინ აიკრძალა.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმი-ახალციხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო დეპარტამენტის განცხადებაში.
გუშინ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის (სოფ. ბოძაური) საავტომობილო გზის 97-ე კილმეტრ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა.
მიწის მასის ჩამოშლის გამო, რაც უამინდობამ გამოიწვია, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.
უწყების ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ტრანსპორტის მოძრაობა კვირას, დილით აღდგა.