რუსთავის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისთვის ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

შემთხვევა მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი ოთხი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 2024 წლის 9 თებერვალს რუსთავში მდებარე ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მისი ძმის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ხუთ დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ოთხი დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთის გადარჩენა სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა.
წყარო - საქართველოს პროკურატურა