რიკოთის გვირაბში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. რიკოთის გვირაბში მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის გამო გადაადგილება შეზღუდულია და დასავლეთ საქართველოს გზაზე საცობია.