ბათუმში ბინებზე მოთხოვნა კვლავ იზრდება - ახალი მონაცემები

მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 18%-ით და 70 მლნ დოლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის სექტემბერში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა 19%-ით გაიზარდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 1401 ბინა გაიყიდა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 18%-ით და 70 მლნ დოლარი შეადგინა.
კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები 25%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 28%-ით შემცირდა.
გასულ თვეში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 8%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1126 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში ღირებულება 6%-ით შემცირდა და 1 კვადრატულ მეტრზე 988 დოლარი შეადგინა.