პუტინი: რუსეთი კრიმინალურ სასამართლოს არ ცნობს

Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ყაზანში BRICS-ის სამიტის გახსნის წინ რუსეთის პრეზიდენტი პარტნიორი ქვეყნების წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.
ბრაზილიელი ჟურნალისტის შეკითხვას საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს დაპატიმრების ორდერისა და G20-ის სამიტში შესაძლო მონაწილეობის შესახებ, პუტინმა უპასუხა, რომ რუსეთი არ ცნობს ICC-ს.
„ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა მსოფლიოში. მგონი, არც აშშ ცნობს, არც ჩინეთი, არც თურქეთი. ის, რომ ასეთი დამოუკიდებელი ორგანიზაცია არსებობდეს, შესაძლოა, ეს ცუდი არც იყოს, მაგრამ საჭიროა, რომ მან უნივერსალური ხასიათი მიიღოს. მანამდე კი ასეთი დამოუკიდებებლი სტრუქტურის მიმართ პატივისცემა დაბალია“, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთისა და ბრაზილიის ხელმძღვანელობას „ჩინებული მეგობრული ურთიერთობა“ აქვთ და ამიტომ ICC-ის ორდერთან დაკავშირებული პრობლემა ადვილი მოსაგვარებელია — საკმარისია შესაბამისი ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება დაიდოს, რომელიც შეზღუდავს ICC-ს იურისდიქციას.