როგორ შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალი - ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები

2024 წლის მეორე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 32,2 მილიონი დოლარით
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო ვალის მოცულობამ 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 24,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის პერიოდში მშპ-ის 77,9%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2024 წლის მეორე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 32,2 მილიონი დოლარით, მათ შორის მაჩვენებელი 276,2 მილიონი დოლარით გაიზარდა ოპერაციული ცვლილებების ხარჯზე, ამავე დროს შემცირდა 39,8 მილიონი დოლარით სხვა ცვლილებების გამო, 33 მლნ დოლარით - ფასების ცვლილების გამო და 171,7 მლნ დოლარით - გაცვლითი კურსის ცვლილების გამო.
საგარეო სახელმწიფო ვალის სტრუქტურაში საქართველოს სახელმწიფოს ვალმა შეადგინა 11 მლრდ დოლარი (მშპ-ის 34,7%), საიდანაც 8,5 მლრდ დოლარი - მთავრობის ვალია, 835,9 მლნ დოლარი - ეროვნული ბანკის ვალდებულებებია, 441,5 მლნ დოლარი და 1,2 მლრდ დოლარი სახელმწიფო საწარმოების ვალი ობლიგაციებსა და სესხებზე შესაბამისად.
საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის ვალმა 7,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, კერძო საწარმოების - 4,7 მილიარდი დოლარი, კომპანიებს შორის - 3 მილიარდი დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 88,7% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2024 წლის 30 ივნისის მდგომარებით საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 12,5 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 39%) შეადგინა, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი კი 6,4 მილიარდი დოლარია (მშპ-ის 20,2%).