დღეს 2024 წლის 18 ოქტომბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
რუტინული საქმიანობისთვის შეუფერებელი დღეა, სამაგიეროდ, კარგი დროა სხვადასხვა ღონისძიებებისთვის და ოჯახის წევრებთან დროის გატარებისთვის. მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლა, ურთიერთობების გამორკვევები, მოვლენების ცენტრში ყოფნის სურვილი. მომატებულმა ემოციურმა ფონმა ეს დღე, შესაძლოა, დაუვიწყარ მოგონებებად აქციოს. ერთადერთი, რაც არ უნდა დაგავიწყდეთ, სიფრთხილეა, რადგან დღეს მაღალია ტრავმების მიღების ალბათობა.
ვერძი: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს შეიძლება ძალზე მოულოდნელი და მაცდური წინადადება მიიღოთ. ეს უფრო თქვენს შემოსავლებთან და სამსახურთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ პირად ცხოვრებასაც ეხებოდეს. მაგრამ სანამ დათანხმდებით, ყველაფერი კარგად უნდა აწონ–დაწონოთ, გათვალოთ, ჩაუღრმავდეთ დეტალებს და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ.
კურო: ეს ის დღეა, როცა თავი შეიძლება ნამდვილ სუპერმენად იგრძნოთ. სავსე ხართ ენერგიით, აზარტით, დაღლას ვერ გრძნობთ. ამის წყალობით მთების გადადგმა შეგიძლიათ. განსაკუთრებით კარგი დღეა იმისთვის, რომ რომელიღაც გადაუჭრელი და რთული საკითხები მოაგვაროთ – ამის ყველანაირი შანსი გექნებათ დღეს. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეთ და ზომიერება უნდა დაიცვათ.
ტყუპი: გარშემომყოფები შეიძლება გააოცოთ თქვენი მოულოდნელი მიდგომით რომელიმე საკითხთნ მიმართებით. შესაძლოა, მათ შესთავაზოთ ძალზე დახვეწილი გადაწყვეტილება პრობლემისა, რომელზეც ბევრი იმტვრევდა თავს უშედეგოდ. დღეს არასტანდარტულად აზროვნებთ და ეს დაგეხმარებათ, რომ ბევრ რამეს ახალი კუთხით შეხედოთ. ეს განსაკუთრებით წაგადგებათ შემოქმედებით კუროებს.
კირჩხიბი: დღეს დამოუკიდებლობისკენ განსაკუთრებით ისწრაფვით. ნებისმიერ მიცემულ რჩევას ან, მით უფრო, თქვენი მართვის მცდელობას პირად შეურაცხყოფად აღიქვამთ. ასეთი პოზიცია, ერთი მხრივ, გარშემომყოფებთან კონფლიქტების წყარო შეიძლება გახდეს. მეორე მხრივ კი, დამოუკიდებლობისკენ ასეთი სწრაფვით ვერანაირ საზღვარსა და ფარგლებს ვერ აღიქვამთ და ეს საქმეებზე დადებითად შეიძლება აისახოს.
ლომი: რაღაც მოვლენებმა შეიძლება ძალიან გაგანაწყენოთ და კალაპოტიდანაც კი ამოგაგდოთ. მაგრამ სასოწარკვეთა არ ღირს, ეს ნორმალურია – ყოველთვის და ყველაფერი არ გამოგვივა. არც გარშემომყოფების იმედად ყოფნა არ ღირს ყოველთვის. დღეს უნდა გახსოვდეთ, რომ ერთადერთი ადამიანი, ვის იმედადაც უნდა იყოთ, ეს თვითონ თქვენ ხართ. ასეთ შემთხვევაში იმედგაცრუებაც ნაკლები გელოდებათ.
ქალწული: დილიდანვე იგრძნობთ ლიდერის თვისებებს. და საქმე ის არაა მხოლოდ, რომ უცბად სხვების მბრძანებლობა მოგინდებათ, არამედ ის, რომ გარშემომყოფებს თვითონ ექნებათ სურვილი, თქვენ მოგისმინონ. თქვენი სიტყვები ძალზე დამაჯერებელი იქნება და ამით დიდი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ ყურადღების მიპყრობას, ადამიანების დაინტერესებას. სწორედ ამის წყალობით წინ წაწევთ თქვენს იდეებსა და პროექტებს. აქედან გამომდინარე, აჯობებს, თუ დროს წვრილმანებზე არ დაკარგავთ.
სასწორი: დღეს გარშემომყოფები და მათ შორის ახლობლებიც თქვენს მოთმინებას გამოცდიან. და მოთმინების ფიალა არც თქვენ გაქვთ უძირო. არაა გასაკვირი, რომ ეს ფიალა რაღაც მომენტში გაივსოს და ამას თქვენი აფეთქება მოჰყვეს. ეს რომ არ მოხდეს, ასტროლოგები გირჩევენ, „ორთქლი“ ნელ–ნელა გამოუშვათ. სჯპობს, მთელი დღე იბუზღუნოთ, ვიდრე მრისხანება ბოლო წვეთმდე შეაკავოთ, მერე ერთიანად ამოხეთქოთ და გრანდიოზული სკანდალი მოაწყოთ.
მორიელი: დღეს არაერთი სიურპრიზი გელოდებათ. არაა გამორიცხული, რომ ამის წყალობით რაღაცებს სრულიად განსხვავებული კუთხით შეხედოთ. შესაძლოა, საქმეებში რაღაც ახალი ფაქტები გამოჩნდეს, ან გარშემომყოფებმა თავი სრულიად მოულოდნელი მხრიდან წარმოადგინონ. ეს, რა თქმა უნდა, საქმეებს მოგწყვეტთ, მაგრამ სამაგიეროდ, ახალ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.
მშვილდოსანი: დღეს არის რისკი იმისა, რომ რაღაც ღირებული იდეა საფუძველშივე ამოძირკვოთ. ამაში დამნაშავე თქვენი აჩქარება იქნება გადაწყვეტილების მიღებისას და ასევე დეტალებში ჩაღრმავების სურვილის არქონა. შემდეგ რომ სანანებელი არ გაგიხდეთ, სჯობს, გახსნილი იყოთ ახალი ისეებისა და პროექტებისთვის. ბოლოს და ბოლოს, მათზე უარის თქმას მერეც მოასწრებთ და რატომ არ უნდა მისცეთ შანსი რამე ახალ აზრს?
თხის რქა: დღევანდელი დღე ყველანაირ შანსს მოგცემთ, რომ თქვენი ორგანიზატორული ნიჭი გამოამჟღავნოთ, თუნდაც აქამდე ეს ნიჭი „ლეთარგიულ ძილს“ იყო მიცემული. გარშემომყოფებისთვის ამოცანების მიცემა, მოვალეობების განაწილება, ენთუზიაზმით დამუხტვა – ეს ყველაფერი თქვენთვის დღეს ძალიან იოლია. თუ არ გაქვთ სხვების ხელმძღვანელობის საშუალება, შესანიშნავად შეძლებთ საკუთარი საქმეების ორგანიზებას, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია.
მერწყული: დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება შორს დაიჭიროთ თავი ჭორებისა და ინტრიგებისგან, რათა მასში ჩათრეული არ აღმოჩნდეთ. რა ქარიშხალიც არ უნდა განვითარდეს თქვენ ირგვლივ, ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ განზე დარჩეთ და მხოლოდ საკუთარ საქმეებს მიხედოთ. საუკეთესო გამოსავალი ნეიტრალური პოზიციის დაკავებაა. გარშემომყოფები თქვენ გარეშეც გაარკვევემ ყველაფერს, ხოლო თუ თქვენ ჩაერევით, ეს დამღუპველად იმოქმედებს თქვენს რეპუტაციაზე.
თევზები: სასურველი შედეგი რომ მიიღოთ, ხოლოდ „შემოვლითი გზებით“ მოქმედება იქნება საჭირო. გარშემომყოფებთან პირდაპირ დალაპარაკების მცდელობა, დიდი ალბათობით, არაფერს მოიტანს; ხოლო „პარტიზანული მეთოდები“, როგორიცაა ხმების გავრცელება, მინიშნებები, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდება. ასე რომ, თუ დღეს საკუთარი იდეის წინ წაწევა გინდათ, საჭირო ადამიანს ეს ისე უნდა მიაწოდოთ, რომ მან იფიქროს, თითქოს თავად მოუვიდა ეს ყველაფერი თავში და მისი იდეაა.