თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. გაერთიანება BRICS-ის ქვეყნების მთლიანი მშპ დამაჯერებლად აჭარბებს G7-ის ქვეყნების მაჩვენებლებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა BRICS-ის ბიზნესფორუმზე.
„გაერთიანების მთლიანი მთლიანი შიდა პროდუქტი 60 ტრილიონ დოლარზე მეტია, ხოლო მსოფლიო მთლიანი პროდუქტის საერთო წილი დამაჯერებლად აჭარბებს ეგრეთ წოდებული „შვიდთა ჯგუფის“ შესაბამის მაჩვენებელს და აგრძელებს ზრდას“, - თქვა რუსეთის ლიდერმა.
პუტინმა ფორუმის მონაწილეებს შეახსენა, რომ 1992 წელს G7-ის წილი მსოფლიო მშპ-ში 45,5%, ხოლო BRICS-ის ქვეყნებისა — 16,7% იყო. თუმცა მერე სურათი შეიცვალა და 2023 წელს გაერთიანების წილმა 37.4%, ხოლო „დიდი შვიდიანის“ წილმა 29.3% შეადგინა.
BRICS — არის სახელმწიფოთაშორისი ასოციაცია, რომელიც 2006 წელს შეიქმნა. ამ დროისათვის მისი წევრები არიან: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.
წელს BRICS-ის თავმჯდომარე რუსეთია. გაერთიანების მომდევნო სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს გაიმართება.