თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ნიდერლანდები ნებას რთავს უკრაინას, გამოიყენოს ჩვენ მიერ მიწოდებული მოიერიშე F-16-ები რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებისთვის, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა.
მისი თქმით, ნიდერლანდებმა უკვე მიაწოდა უკრაინას F-16-ების პირველი პარტია, და გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო სამართალი არ შეიცავს რაიმე შეზღუდვას დისტანციის თაობაზე, კიევს აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი, მაგალითად, რუსეთის აეროდრომებზე შეტევებისთვის.
„ამიტომ უკრაინას ვაძლევთ უფლებას, გამოიყენოს F-16 თავდაცვისთვის. ხოლო თავდაცვისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს რაკეტების ჩაჭერა ან დარტყმის მიყენება, მაგალითად, რუსეთის აეროდრომებზე, ანუ სამხედრო სამიზნეებზე. და ეს ასევე დაშვებულია რუსეთის ტერიტორიაზე თუ რუსეთის საჰაერო სივრცეში“, - განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ნიდერლანდებმა უკრაინას მიაწოდა 60 ტანკი Т-72, 200-ზე მეტი ქვეითი საბრძოლო მანქანა, 100-მდე ტანკი „ლეოპარდი“ , 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პატრიოტი“, 500-ზე მეტი დრონი და სხვა იარაღი.