თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. მთავარ ოპოზიციურ ტელეარხებზე „ლეიბორისტული პარტიის" ბლოკირების უკან დგანან პარტია „ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, „პარტია „ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია და საქართველოს ექს-პრეზიდენტი შალვა ნათელაშვილი, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილის ბრალდებები არ შეეხო ტელეკომპანიებს „იმედს", „რუსთავი 2"-ს და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს. რაც შეეხება თავად „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას", იგი საპარლამენტო არჩევნებში 10 ნომრით მიიღებს მონაწილეობას მიიღებს მონაწილეობას. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 25 პარტია დარეგისტრირდა.
„მთელი პასუხისმგებლობა ლეიბორისტული პარტიის სატელევიზიო, ისტორიაში არნახულ ბლოკირებაზე ეკისრებათ - „ტვ პირველზე" - ოლიგარქ მამუკა ხაზარაძეს, „მთავარ არხზე" - ეროვნულ ბაღლინჯოს, ნიკუტა გვარამიას, ხოლო „ფორმულაზე", სამწუხაროდ, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს", - დაწერა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს „ლეიბორისტული პარტია" მოსვენება პატიმრობაშიც კი არ აძლევს.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იგი გეგმავს აქტიურ პოლიტიკაში ყოფნას მინიმუმ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში და „ყველასგან მოითხოვს ღალატისთვის პასუხის გაცემას“.
გარდა ამისა, ნათელაშვილის თქმით, ყველა ზემოთჩამოთვლილი პოლიტიკოსი, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობისგან „შესაბამის პასუხს“ მიიღებენ.
საზოგადოებრივი აზრის ბოლო სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, „ლეიბორისტული პარტია" 26 ოქტომბრის არჩევნებზე 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს.