მიშუსტინი: სანქციების ავტორები მიზანს ვერ მიაღწევენ

Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთზე მზარდი ზეწოლა ხდება, მაგრამ სანქციების ავტორების მცდელობებს შედეგი არ მოჰყვება, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა პაკისტანში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) ქვეყნების მთავრობათა მეთაურების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.
„რუსეთი ახლა მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, მაგრამ სანქციების ავტორები ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზნებს. ჩვენ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ გავხსნათ შიდა პოტენციალი, მხარი დავუჭიროთ ეროვნული ეკონომიკისა და წარმოებები საკვანძო სფეროებს“, — აღნიშნა მიშუსტინმა.
მისი თქმით, რეალურ სექტორში დარგების განვითარების წყალობით, მიმდინარე წლის რვა თვეში რუსეთის მშპ 4,2%-ით გაიზარდა, ხოლო ძირითად აქტივებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ წლის პირველ ნახევარში თითქმის 11%-ით მოიმატა.
მიხაილ მიშუსტინი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში იმყოფება, სადაც მან უკვე გამართა მოლაპარაკებები ჩინეთის პრემიერ ლი ციანსა და მონღოლეთის პრემიერ ლუვსანამსრაინ ოიუუნ-ერდენთან.