საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს გაიმართება
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს, საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს, მთავრობის შესაბამისი განკარგულება მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციურ მედიაში სულ უფრო ხშირად განიხილება საკკითხი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ.ოპოზიციამ კი საარჩევნო კამპანიის დროს ცესკოს თავმჯდომარეს არაერთხელ უწოდა ხელისუფლების კაცი და დაადანაშაულა არჩევნების შედეგების გაყალბებაში.

„2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მო­რიგ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის პე­რი­ოდ­ში შე­სა­ბა­მი­სი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ჭი­რო­ე­ბის გას­ვლამ­დე, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვა და­ე­ნიშ­ნოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილს. დაც­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა,“- ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში.

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს თუ ვინ მართავს საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 26 ოქტომბერს გაიმართება.
ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნები იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და თავისუფალი.