თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ნატო განაგრძობს კიევისთვის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთი ალიანსს ვერ შეაშინებს, განაცხადა ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
„ჩვენი გზავნილი [პრეზიდენტ პუტინისადმი] არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მან თავისას ვერ მიაღწიოს, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს. <...> ნატო ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსია მსოფლიო ისტორიაში, რომელიც მილიარდზე მეტი ადამიანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მოწინააღმდეგეები ჩვენ ვერასდროს დაგვაშინებენ“, - თქვა მან.
ამასთან რუტემ ხაზი გაუსვა, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და არ არის დაინტერესებული რომელიმე ქვეყნის დაპყრობით.
მარკ რუტე გერმანიის ქალაქ ვისბადენში, ამერიკულ ბაზაზე ჩავიდა, სადაც უკრაინის დახმარების მთავარი საკოორდინაციო ცენტრი განთავსდება. გეგმის მიხედვით, ვისბადენის კომპლექსი, სახელწოდებით NATO Security Assistance and Training for Ukraine (NSATU,) ეტაპობრივად აიღებს საკუთარ თავზე კიევისთვის დასავლურისამხედრო დახმარების კოორდინაციას.