მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი დასახელდა

სიის სათავეში მადრიდის „რეალის" თავდამსხმელი ვანისიუს ჟუნიორია.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ბრიტანულმა ჟურნალმა Fourourtwo-მ მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ორი წამყვანი ფეხბურთელი - იტალიური „ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და ესპანური „ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოხვდნენ.
რეიტინგში კვარაცხელია 30-ე, მამარდაშვილი კი 83-ე ადგილზეა.
სიის სათავეში მადრიდის „რეალის" თავდამსხმელი ვანისიუს ჯუნიორია.
რეიტინგის ავტორების განცხადებით, მამარდაშვილი პოტენციალი მისი „ლივერპულში" გადასვლით დადასტურდა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, გამოცემა აღნიშნავს, რომ „ნაპოლის" ჩემპიონობის შემდეგ ფეხბურთელის ღირებულება შემცირდა, თუმცა კვარაცხელიამ 2024 წლის ზაფხულში გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოს „აჩვენა თუ ვინ არის".
Transfermarkt-ის მიხედვით, კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 80 მილიონი ევროა, ხოლო მამარდაშვილის - 45 მილიონი. ეს უკანასკნელი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების სიას ლიდერობს.