უეფას ერთა ლიგა: საქართველო ალბანეთთან დამარცხდა

ქართველებს ჰქონდათ გოლის გატანის ბევრი შანსი, რომელიც მათ, სამწუხაროდ, ვერ გამოიყენეს.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა, სადაც საქართველოს ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდა, ქართველების დამარცხებით დასრულდა - 0:1.
მეოთხე ტურის თამაში 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
შეხვედრის ერღადერთი გოლი მეორე შეხვედრის 48-ე წუთზე გავიდა. კრისტიან ასლანმა ზუსტი და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
ქართველებს ჰქონდათ გოლის გატანის ბევრი შანსი, რომელიც მათ, სამწუხაროდ, ვერ გამოიყენეს.
4 მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს, ჩეხეთისა და ალბანეთის მსგავსად, 6 ქულა აქვს და ჯგუფში ჯერ პირველ ადგილზეა. უკრაინისა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებები თავის შეხვედრას დღეს მოგვიანებით ჩაატარებენ.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.