თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა დღეს, დილის 6:00 საათზე ჩვეულებრივ რეჟიმში აღდგა, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საბურთალოს ხაზზე მოძრაობა გუშინ, დაახლოებით 18:00 საათიდან იყო შეზღუდული.
სატრანსპორტო კომპანიაში მიზეზად „ტექნიკურ ხარვეზს" ასახელებდნენ.