რუსი დიპლომატი: ზელენსკი ორუელის სტილში აქტიურობს

Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ზელენსკის საერთაშორისო აქტიურობამ ჯორჯ ორუელის სტილი შეიძინა, განაცხადა რომში რუსეთის ელჩმა ალექსეი პარამონოვმა გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.
„ჩვენ დიდი ხანია დავრწმუნდით, რომ ზელენსკის რეჟიმის საერთაშორისო აქტივობა ჭეშმარიტად ორუელის ხასიათისაა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ის იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც რაღაც „გამარჯვების გეგმა“ წარმოადგინა. დააკვირდით: არა მშვიდობის, არამედ ომში გამარჯვებისა! უკვე ორი წელია, ის აქტიურად ითრევს ნატოსა და ევროკავშირს და, შესაბამისად, იტალიას, რუსეთთან ღია კონფლიქტში, ვინაიდან ამაში ხედავს მისი რეჟიმის გარდაუვალი კრახის გადავადების შანსს“, — მიაჩნია რუს დიპლომატს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქამდე დასავლეთის ქვეყნების ყველა მცდელობას, მოეხდინათ სამშვიდობო პროცესის იმიტაცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, არანაირი კავშირი არ ჰქონია მოლაპარაკებებთან და დიპლომატიასთან; უბრალოდ ეს იყო მცდელობა იმისა, რომ შეეკრიბათ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა, რათა მათი სახელით წაეყემენონათ რუსეთისთვის ულტიმატუმი და დანებება ეიძულებინათ.
„ეს, რაღა თქმა უნდა, სრული აბსუურდია, რომ არ ვთქვათ, საბაბი ომის განსაგრძობად“, — დაასკვნა ელჩმა.
მისი თქმით, გიჟურია სცენარები, რომლებშიც იტალიელმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა კვლავ უნდა მიიღონ მონაწილეობა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში, და შეშლილები არიან კულისებში მდგომნი, ვინც კიეველ „მარიონეტებს ასეთი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს“.