ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს ტურნირებზე დაბრუნდა

დღეისათვის ქართველი ჩოგბურთელი ATP-ს რეიტინგში 328-ე ადგილს იკავებს.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი - Sputnik. 18-თვიანი შესვენების შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ATP-ის ეგიდით პირველი შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა.
ანტვერპენის 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბასილაშვილმა გერმანელი ტიმ პიუტცი ორ სეტში დაამარცხა- 6:2, 6:2.
საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ნიკოლოზი ფრანგ პიერ-ჰუგეს ჰერბერტსა და ბელგიელ ჟილ არნო ბეილის შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო წარმატების შემთხვევაში, ანტვერპენის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.
დღეისათვის ქართველი ჩოგბურთელი ATP-ს რეიტინგში 328-ე ადგილს იკავებს.
ATP-250 კატეგორიის ტურნირი ანტვერპენში 14-20 ოქტომბერს გაიმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 690 ათას ევროს შეადგენს. 2023 წელს ანტვერპენის ტურნირი ყაზახეთის წარმომადგენელმა ალექსანდრ ბუბლიკმა მოიგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი იყო მე-16 ადგილი მსოფლიო რეიტინგში, მას ATP-ს სერიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.
2023 წლის გაზაფხულზე ნიკოლოზმა ხელის ტრავმა მიიღო, ზაფხულში მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და კორტზე დაბრუნება მან ოქტომბერში შეძლო. 2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა. მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.