ფსიქოგეომეტრია ფსიქოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც გეომეტრიული ფიგურებს იყენებს ადამიანის ფსიქიკის, მისი ქვეცნობიერის შესასწავლად.
მიიჩნევა, რომ თითოეული გეომეტრიული ფიგურა თავისი უნიკალური ფორმითა და ატრიბუტებით ადამიანის პიროვნებისა და ემოციების სხვადასხვა ასპექტს ასახავს.
ამ ტესტის გავლა დაგეხმარებათ – ჩასწვდეთ საკუთარ ფარულ აზრებს, გრძნობებსა და სურვილებს.
საკუთარი თავის „აღმოსაჩენად“ დახედეთ შემოთავაზებულ ექვს ფიგურას, კარგად დააკვირდით მათ და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.
ფსიქოგეომეტრიული ტესტი
თუ აირჩიეთ:
ფიგურა 1 - სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდით, მოქმედებას მოითხოვს. შესაძლოა, უარყოფითი გამოცდილების გამო საკუთარ თავში ჩაიკეტეთ და გეშინიათ შემდეგი ნაბიჯის გადადგმისა. მაგრამ სწორედ მომდევნო ნაბიჯმა უნდა გადაგაწყვეტინოთ ის, რაზეც დიდი ხანია ფიქრობთ.
ახლა თითქოს გზაჯვარედინზე დგახართ და ირჩევთ გზას, რომლითაც უნდა იაროთ. ნუ იფიქრებთ, რომ ამ გზაჯვარედინზე დგომით დროს ფუჭად ხარჯავთ. საქმე ისაა, რომ ამან მნიშვნელოვანი გამოცდილება შეგძინათ, და ახლა დროა, გულს მოუსმინოთ — ანუ, მიუხედავად შიშისა და ეჭვისა, ინტუიციას მიენდოთ.
ფიგურა 2 - როგორც ჩანს, სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდით, ძალიან სტრესულია. ამიტომ თქვენი ქვეცნობიერი გირჩევთ – დაისვენოთ. აჩუქეთ საკუთარ თავს ყურადღება და სითბო, ეს ახლა ნამდვილად გჭირდებათ.
თუ მომდევნო დღეებში ვინმე რაიმე ისეთი სამსახურის გაწევას მოგთხოვთ, რომლისთვისაც მზად არ ხართ, ნუ შეგეშინდებათ უთხრათ „არა".
ამით თქვენი „ფასი“ კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება. ეს წარმოაჩენს, რომ საკუთარ თავსა და ენერგიას აფასებთ, და სხვებიც ასევე მოგეპყრობიან. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის სხვებისთვის გადაცემისა. ენდეთ მათ, ისინი შეძლებენ საქმის გაკეთებას.
ფიგურა 3 - თქვენ დიდი ხანია გახდით ის პიროვნება, რომელზეც ოცნებობდით. მაგრამ საკუთარი თვითკრიტიკა და ეჭვები რეალობას დამახინჯებულად გიჩვენებთ.
ამ ყველაფრის უკან რაღაცნაირი თვითმიუღებლობა დგას. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა არ მოგწონთ საკუთარ თავში? დაწერეთ თქვენი პასუხი ფურცელზე და გვერდზე თქვენი დადებითი თვისებები ჩამოუწერეთ. ამით გააცნობიერებთ, რომ ბევრი რამ გაქვთ ისეთი, რისი გამოყენებაც შეგიძლიათ.
ფიგურა 4 - ცხოვრება მაშინ შემოგთავაზებთ სასიამოვნო სიურპრიზებს, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდებით. ამ ცვლილებებთან ერთად იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, რითაც თითქოს თავიდან დაიბადებით.
მიიღეთ ეს ცვლილებები ენთუზიაზმით, რადგან მათ შეუძლიათ წარმოუდგენლად შეცვალონ თქვენი ცხოვრება. მომავლისადმი შიში ბუნებრივია, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ეს შიში უადგილოა.
ფიგურა 5 - გულის სიღრმეში ოცნებას ან მიზანს მალავთ, რომელიც უსაზღვროდ გიზიდავთ, მაგრამ შიში თამამი ნაბიჯის გადადგმაში გიშლით ხელს. ეს შეიძლება იყოს ცვლილებების სურვილი, რაღაც განსაკუთრებულისადმი დაუოკებელი ლტოლვა ან სურვილი, რომ ვინმე განსაკუთრებულ ადამიანს დაუკავშიროთ ცხოვრება.
მიგაჩნიათ, რომ არ გაქვთ საკმარისი ძალა, რესურსი ან ცოდნა იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადადგათ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ სურვილი თავად არის მამოძრავებელი ძალა. ლოდინი, თავის მართლება და დაყოვნება — ეს შიშის გამოხატულებაა, რომელიც თქვენს წინსვლასა და ზრდას აჩერებს. გათავისუფლდით ამ შიშებისგან. გახსოვდეთ, დრო არასდროს იქნება იდეალური, ხოლო პირობები ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ.
ფიგურა 6 - შესაძლოა, ამ ბოლო დროს სევდამ და თავდაუჯერებლობამ დაგრიათ ხელი. მაგრამ მკვეთრი ცვლილებები და დაცემებიც კი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
გაატარეთ მომდევნო რამდენიმე დღე სიჩუმესა და სიმშვიდეში. მალე დაინახავთ, რომ ყველაფერი ძალიან პოზიტიურად გადაწყდება და მოგიწევთ აღიაროთ, რომ ეს სიტუაცია ძალიან სასარგებლო იყო თქვენი პიროვნული ზრდისა და ბედნიერებისთვის.
მწუხარების პერიოდებისა და ბედნიერების ხანმოკლე შეგრძნებების მონაცვლეობა ასწავლის ადამიანს, თუ როგორია ცხოვრება. ქარიშხლის შემდეგ მზიანი დღეები დგება, ხოლო წვიმას ცისარტყელა მოჰყვება... არასდროს დაკარგოთ იმედი!