უხვმა ნალექმა ბათუმში პრობლემები შექმნა

ბათუმში მოსული უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, აცხადებენ მერიაში
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა და ეზო დაიტბორა, მობილიზებულია ტექნიკა და ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები, იუწყება ბათუმის მერია.
„პარალელურად იწმინდება სანიაღვრე ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად ბათუმის ვიცე-მერი ნუკრი დეკანაძე იმყოფებოდა.