ტესტი: ნახეთ, ოპტიმისტი ხართ თუ რეალისტი?

Sputnik
შემოთავაზებული ოპტიკური ილუზია, ანუ ვიზუალური ტესტი დაადგენს, ოპტიმისტი ხართ თუ რეალისტი.
ამისათვის უნდა დახედოთ ნახატს და თქვათ, რომელი ცხოველი დაინახეთ მასზე პირველი?
ვიზუალური ტესტი
თუ პირველი კატა შენიშნეთ, ე.ი. რეალისტი ხართ და „ქვიშის კოშკების“ აგება არ გჩვევიათ.
სამყაროს ერთ მთლიანობად აღიქვამთ, რაც გეხმარებათ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დაგეგმოთ გადასადგმელი ნაბიჯები.
თუ პირველი თაგვი შენიშნეთ, ე.ი. ოპტიმისტი ბრძანდებით და ცდილობთ, ნებისმიერ ვითარებაში მხოლოდ სასიკეთო მომენტები ეძებოთ.
შესაძლოა ზოგს მოეჩვენოს, რომ ღრუბლებში დაფრინავთ, მაგრამ რეალურად ძალიან კარგად იცნობთ გარემომცველ სამყაროს. უბრალოდ, გირჩევნიათ, რომ ცხოვრების ნათელ მხარეებზე გაამახვილოთ ყურადღება.