მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია

მატარებლების მოძრაობა მთელ საბურთალოს ხაზზეა შეწყვეტილი.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
მატარებლების მოძრაობა მთლიან ხაზზეა შეწყვეტილი. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სადგურზე ტექნიკური შეფერხების გამო მატარებელია გაჩერებული.
რამდენ ხანში აღდგება მატარებლების მოძრაობა, ჯერჯერობით უცნობია, მგზავრები მეტროს ტოვებენ.