საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციას უარყოფითი მნიშვნელობა აქვს

ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციის დეფიციტი მშპ-ს 93,3%-ს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციას 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით უარყოფითი მნიშვნელობა აქვს და ის 29,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია – ეს არის სხვაობა უცხოეთში ქვეყნის რეზიდენტების კუთვნილი აქტივების ღირებულებასა და მოცემულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში არსებულ აქტივებს შორის. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია, ისევე, როგორც საგადასახადო ბალანსი, იძლევა ინფორმაციას დანარჩენ მსოფლიოსთან ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შეფასებისთვის.
მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 779 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა. ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციის დეფიციტი მშპ-ს 93,3%-ს შეადგენს.
მთლიანი საერთაშორისო აქტივები 16,2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 157 მილიონით მეტია 2023 წლის პირველი კვარტლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდისთვის მთლიანი საერთაშორისო ვალდებულებები 45,6 მილიარდი დოლარი იყო. 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ვალდებულებები 622 მილიონი დოლარით შემცირდა.