თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურზე ავარდა და ორ ქალს დაეჯახა, ორივე მათგანი გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.