ლავროვი: კონფლიქტის მოგვარებაზე სერიოზული შემოთავაზებები არ გვქონია

Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინის კონფლიქტის მოგვარების სერიოზული წინადადებები ჯერ არ ყოფილა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„ყველა რეალური საქმე ჩანს მიწაზე და პოლიტიკოსების პრაქტიკულ ნაბიჯებში, როცა რაიმე სერიოზულს გვთავაზობენ. ჯერჯერობით კი მიწაზევხედავთ, როგორ წყვეტს ჩვენი შეიარაღებული ძალები დაკისრებულ ამოცანებს. ხოლო პოლიტიკოსების განცხადებებშიჯერჯერობით არაფერი სერიოზული არ აღმოგვიჩენია“, - განაცხადა ლავროვმა აღმოსავლეთ აზიის მე-19 სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსი დიპლომატის აზრით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ დასავლური მედიის მონაცემების თვალყურის დევნებას აზრი არ აქვს, და ის არც იმ ინფორმაციას ადევნებს თვალს, რომელსაც პერიოდულად ახმოვანებენ უკრაინის წარმომადგენლები სხვადასხვა დონეზე — „რადგან რუსეთს ისინი არ აინტერესებს“.