თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საყოველთაო მშვიდობა და განვითარება შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს მხოლოდ თითოეული სახელმწიფოსა და ხალხის აზრის გათვალისწინებით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშხაბადში მიმდინარე ფორუმზე სახელწოდებით „დროებისა და ცივილიზაციების ურთიერთკავშირი“.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ საყოველთაო მშვიდობა და ყოვლისმომცველი განვითარება შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს მხოლოდ ყველა ხალხის აზრის გათვალისწინებით, თითოეული სახელმწიფოს აზრისადმი პატივისცემით მის სუვერენულ კურსზე, მის მსოფლმხედველობაზე, მის ტრადიციებსა და რელიგიურ იდეებზე“, — თქვა რუსეთის ლიდერმა.
აშხაბადში მიმდინარე ფორუმი თურქმენი კლასიკოსის, პოეტ მაგთიმგულ ფრაგის დაბადებიდან 300 წლისთავს ეძღვნება. მასზე მიწვეულნი არიან ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და რიგი სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები.
როგორც კრემლში აღნიშნეს, ღონისძიება შეიძლება გახდეს „პოლიტიკური, იდეოლოგიური, მორალური პლატფორმა ფართო და პატივისცემის მქონე საერთაშორისო დიალოგის შესაქმნელად“.