თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. 18 ოქტომბერს ქუთაისში საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების ვეტერან ფეხბურთელთა შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
შეხვედრა „შენგელია არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც სტადიონის სალაროებში, ისე პლატფორმა TKT.ge-ზე - თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.
საქართველოს ვეტერანთა ნაკრების შემადგენლობა:
გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ირაკლი ზოიძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე, ზურაბ იონანიძე, ვასილ გიგიაძე, მამუკა მაჭავარიანი, გიორგი ჩიხრაძე.
ლატვიის ვეტერანთა ნაკრების შემადგენლობა:
ალეკსანდრს კოლინკო, მიჰაილ ზემლინსკი, ოლეგს ბლაგონადეჟდინი, ალექსანდრს ისაკოვსი, იგორს კორაბლოვი, ანტონს იემელინსი, ედგარს გაურაჩსი, ვიტალის ასტაფიევსი, ალექსანდრ ცაუნია, მარის ვერპაკოვსკისი, ანდრეის პროჰორენკოვსი, მიჰაილს მიჰოლაპსი, ალექსანდრს იელისეიევსი.
21 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი გაიმართა, რომელშიც სტუმრებმა პენალტების სერიაში ანგარიშით 3:1 გაიმარჯვეს.