მიმოხილვა: რუსული იარაღი - Merkava-ს ტანკები ლიბანში „კორნეტის" წინააღმდეგ

Sputnik
რუსული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები "კორნეტი" მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ტექნოლოგიურ და საბრძოლო უპირატესობას ავლენენ თანამედროვე და ძვირადღირებულ დასავლურ და აღმოსავლურ ჯავშან ტექნიკაზე –.
სანამ მთელი მსოფლიო ემზადება ისრაელის უპრეცედენტო პასუხისთვის 1 ოქტომბრის ირანის სარაკეტო დარტყმაზე, ბოევიკები ღაზას სექტორიდან, იემენიდან და ლიბანიდან ყოველდღიურად რაკეტებს უშენენ თელ-ავივს, ცახალის ბაზებსა და პოზიციებს. "ჰეზბოლას" რაკეტები მიმომართულია ისრაელის მნიშვნელოვან ავიაბაზა რამატ-დავიდზე. ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში დაწყებული სპეცოპერაციის (30 სექტემბერი) შემდეგ, საზღვრისპირა ბრძოლებში მწყობრიდან გამოვიდა სამი Merkava ტანკი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაცულად ითვლება.
აღსანიშნავია, რომ 2006 წელს ისრაელის ლიბანში შეჭრის დროს "ბიუჯეტურმა" რუსულმა "კორნეტმა" მნიშვნელოვნად შეამცირა Merkava III და Merkava IV ტანკების რაოდენობა, რომელთა ღირებულება 6 მილიონ დოლარს შეადგენს. უკრაინის ფრონტზე "კორნეტის" მიერ განადგურებულია ათეულობით M1 Abrams, Leopard 2 და Challenger 2
ამასობაში, ისრაელის გამოცემა Yedioth Ahronoth იტყობინება, რომ 2024 წლის ოქტომბერში სამხრეთ ლიბანში შეტევა კატასტროფულად ვითარდება, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგებიძალიან სერიოზულია. აღმოჩნდა, რომ რეგიონში ისრაელის "გამორჩეულობა" სავსებით განკურნებადია. აშშ-ის მთავრობის მიერ გასულ წელს ღაზაზე და იემენზე ისრაელის თავდასხმებისთვის გამოყოფილმა 22 მილიარდიმა დოლარმა მოსალოდნელი შედეგი არ გამოიღო, თუმცა ეს 1959 წლის შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო დახმარებაა აშშ-ისგან ისრაელისთვის.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ღაზას სექტორში 41 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რაც აშშ-ის პოლიტიკის მთავარი შედეგია ახლო აღმოსავლეთში.
ლიბანური მოძრაობა "ჰეზბოლა" სერიოზულ ფსონს დებს "კორნეტზე", რადგან რუსული კომპლექსი დიდი მანძილიდან უტევს Merkava-ს მძიმე ტანკებს, რომელთა ჯავშანიც ძალიან ძლიერია.
"კორნეტი" ტექნოლოგიურად დახვეწილია, მარტივად სამართავია და საგრძნობლად უფრო იაფია დასავლურ ანალოგებთან შედარებით. მაგალითად, ერთი ამერიკული "ჯაველინის" რაკეტა 600 ათას დოლარზე მეტი ღირს, ხოლო "კორნეტის" რაკეტა – 80 ათას დოლარზე ნაკლები. ამავდროულად, ამერიკული სისტემა ბევრად ჩამორჩება სიზუსტით, მოქმედების სიშორით და სიმძლავრით.
რუსეთის სპეცოპერაციის ზონაში "კორნეტმა" დაამტკიცა თავისი წარმოუდგენელი ეფექტიანობადა არა მხოლოდ ჯავშანტექნიკის განადგურებაში.
"კორნეტი" შლის თავდაცვით კონსტრუქციებს 3,5 მეტრის სისქის ბეტონის კედლებით. ცოცხალი ძალის გასანადგურებლად კი შექმნილია 9M133F რაკეტა თერმობარული საბრძოლო ქობინით. კომპლექსის თანამედროვე ვერსიებს შეუძლიათ 9M133FM-3 რაკეტით მოწინააღმდეგის საჰაერო ობიექტების, უპილოტო თვითმფრინავების და ვერტმფრენების ჩამოგდება – მაქსიმალურ 9000 მეტრის სიმაღლეზე (შეუძლია რაკეტით თვითმფრინავი ნაწილებად დაშალოს).
კომპლექსის მართვის სისტემა და ლაზერული მიმართულება მუდმივად იხვეწება, "კორნეტი" ხელით სატარებელი და თვითმავალი ვერსიით იწარმოება. ავტომობილ "ტიგრის" ბაზაზე კი ამონტაჟებენ ორ ავტომატურ გამშვებ დანადგარს ლაზერული მანძილის გამზომით 15 კმ-მდე.
სამხრეთ ლიბანში "კორნეტებს" კიდევ მრავალი ბრძოლა ელის. პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა 7 ოქტომბერს განაცხადა: "თავდაცვის სამინისტრო არ გადაუხვევს თავის ვალდებულებებს ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბრძოლას ჰამასისა და სხვა ფანატიკური ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ, ირანის შემდგომი აგრესიის შეკავებისთვის, და ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერისთვის ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის და სტაბილურობის დასამყარებლად". ოსტინმა, ფაქტობრივად, გარანტია გასცა ისრაელის სპეცოპერაციისა და "ათასწლოვანი" არაბ- ისრაელის კონფლიქტის გაგრძელებას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე