თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. უცნობმა პირებმა აბაშის ცენტრში მდებარე საკრედიტო ორგანიზაცია „კრისტალის“ ფილიალის გაძარცვა სცადეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
მძარცველებმა „კრისტალ ბანკის" ინვენტარი, მათ შორის, ტელევიზორი და კომპიუტერები დაამტვრიეს. ამასთან, შემდუღებელი აპარატი მეშვეობით შეეცადნენ საცავში შეღწევას, მაგრამ კარის გაღება ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ბანკიდან თანხის და ინვენტარის წაღება ვერ მოახერხეს.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.