კალაძე: საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს

რეზოლუციაში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზე.
Sputnik
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდე სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ამას ევროპარლამენტის რეზოლუცია „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“ მოითხოვს, რადგანაც ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
რეზოლუციაში საუბარია საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების აუცილებლობაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონების გაუქმებაზე. ასევე არის ევროკავშირისადმი მოწოდება გაყინოს საქართველოს მთავრობისთვის ყველა დაფინანსება და შემოიღოს სანქციები „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
„ჩვენ არ შევუერთდებით სანქციებს იმიტომ, რომ სანქციებზე მიერთება ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას, ნიშნავს საქართველოს გაღატაკებას. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სურვილი იყო, რომ ეკონომიკურად ქვეყანა დაზიანებულიყო, რადგან მერე ხალხს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება ექნებოდა, რომ პასუხი მოეთხოვა დღევანდელი ხელისუფლებისთვის", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ქართველი ხალხისგან მიიღო მანდატი, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს.
„ჩვენ რატომ აგვირჩია ხალხმა და რატომ ვართ ამდენი ხანი ხელისუფლებაში? ხალხმა მოგვცა მანდატი და ამავე დროს გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი პოლიტიკით ქვეყანა ვატაროთ სწორ გზაზე - არ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც დამაზიანებელი, დამანგრეველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
უკრაინაში საომარი მოქმედებები დაწყების შემდეგ ევროპარლამენტმა 9 ოქტომბერს საქართველოს მიმართ რიგით მეოთხე მკაცრი რეზოლუცია მიიღო. მას მხარი 720 დეპუტატიდან 495-მა დაუჭირა, წინააღმდეგ 73 ევროპარლამენტარმა მისცა ხმა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებდა, რადგან ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა. საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. დღემდე არცერთი გამოთქმული ბრალდება არ დადასტურებულა.
2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.