რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯზე 2024-2025 წლებში უფასოდ სწავლის კანდიდატების შერჩევა 1 სექტემბერს დაიწყო და 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. როგორ ჩააბარონ ქართველმა აბიტურიენტებმა უფასოდ, ვიდეოში იხილავთ.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუს თანამემამულეებს (რომლებსაც აქვთ დროებითი ან სრული უფლება საქართველოში ცხოვრების და არ არიან რეგისტრირებულები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 01.09.2023 წლის მონაცემებით).