თბილისი, 9 ოქტომბერი − Sputnik. უკრაინის კონფლიქტის საკითხი გაეროში ნელ-ნელა ქრება, რუსეთის დელეგაციას გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის განმავლობაში ამ თემაზე ახალი არაფერი გაუგია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინმა.
„უკრაინა ჩამქრალი თემაა. ჩვენ არაფერი ახალი არ გვსმენია უკრაინულ სიუჟეტთან დაკავშირებით. იქ იყო ზელენსკი. იყო მცდელობები, რომ შეხვედრებსა და ფორუმებზე წამოეწიათ ეს საკითხი, მაგრამ ახალი არაფერი გვსმენია − ისევე, როგორც რეალური სურვილი იმისა, რომ პრობლემა გადაიჭრას“, − აღნიშნა ვერშინინმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებისგან მხოლოდ რუსეთისადმი „ულტიმატური მოთხოვნები“ ისმის, „რეალური კი არაფერი ყოფილა“.
„ჩანს ინტერესის გაქრობა ამ პრობლემის მიმართ, რამელსაც, რა თქმა უნდა, დასავლეთის ქვეყნები პერიოდულად აღვივებენ საკუთარი ეგოისტური რუსოფობიური მიზნებისთვის“, − დაასკვნა ვერშინინმა.