როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში - ახალი სტატისტიკა

თვიური ინდექსის გაზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 5,8%-ით გაზრდის ხარჯზე.
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2024 წლის სექტემბერში, მიმდინარე წლის აგვისტოსთან შედარებით, 1,1%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ცნობით, თვიური ინდექსის გაზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 5,8%-ით გაზრდის ხარჯზე.
2024 წლის სექტემბერში, 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა7,9%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 29,7%-ით გაზრდით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ასევე სამშენებლო ინდუსტრიაში დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.