თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ბინა იწვის

რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში ერთ-ერთ მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ხანძარი ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსში დაახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს.
დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.