„ახმატის“ მებრძოლი: უკრაინელები ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ

Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინული ჯარები კურსკის ოლქზე თავდასხმების დროს მომწამლავ ნივთიერებებს იყენებენ, აცხადებს ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატის“ ერთ-ერთი მეთაური, რომლის საძახისია „ჰადესი“.
„პოზიციებზე გაზით ორჯერ დაგვესხნენ თავს. <...> ჩემი ერთ-ერთი მებრძოლი, 21 წლისა, რეანიმაციაში აღმოჩნდა — გული გაუჩერდა და ძლივს გადაარჩინეს“, — ამბობს „ჰადესი“.
როგორც ის აცხადებს, უკვე ცნობილია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მასალისთვის იყენებენ ისეთ ნივთიერებებს, როგორებიცაა სამრეწველო ქლორის, ციანოგენის ქლორიდისა და ფოსგენის წარმოებულები.
მანამდე, 7 ოქტომბერს, რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ფარულად გამოიყენეს ქიმიური იარაღი, თითქოს ეს კვამლის ჭურვები იყო. მისი თქმით, უკრაინელებმა 11 აგვისტოს ქალაქ სუჯაში 155 მმ-იანი DM-105 კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენეს, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. კირილოვი ირწმუნება, რომ კიევმა ასეთი საბრძოლო მასალა აშშ-დან ერთი წლის წინ მიიღო.