თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. გაზმომარაგების ქსელზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საბურთალოს რაიონში 12,5 ათასამდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
კერძოდ, მოსახლეობას გაზის მიწოდება შეუწყდება 9 ოქტომბრის 08:00 საათიდან 11 ოქტომბრის 08:00 საათამდე პერიოდში. გაზის მიწოდება აღდგება 11 ოქტომბრის 09:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათისთვის.
ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება როგორც საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს, ისე სავაჭრო და კვების ობიექტებს.
„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.